15 დეკემბერი, 2018

“რომეო და ჯულიეტა” – ფრანკო ძეფირელის შედევრი

"რომეო და ჯულიეტა" - ფრანკო ძეფირელის შედევრი”ან სამწუხარო სხვა ამბავი იქნება განა,
რომეოსა და ჯულიეტას ამბავისთანა?!” – ასე სრულდება უილიამ შექსპირის გენიალური ”რომეო და ჯულიეტა, რომელიც დღემდე არ ასვენებს რეჟისორებს.

შექსპირის ამ ნაწარმოების მიხედვით არაერთი ფილმი გადაიღეს, არაერთი სპექტაკლი დაიდგა, თუმცა ფრანკო ძეფირელის “რომეო და ჯულიეტა” ნამდვილი შედევრია.

იტალიელმა რეჟისორმა ფილმი 1968 წელს გადაიღო და მასში მთავარ როლებზე ულამაზესი 16 წლის ოლივია ჰასი და 17 წლის ლეონარდ უაითინგი დაამტკიცა.

კაპულეტების და მონტეგების ტრაგიკული ისტორიის რეჟისორული ჩანაფიქრი ნინო როტას გენიალურმა მუსიკამ კიდევ უფრო გაალამაზა.

ფილმმა გამოსვლისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა არა მარტო მაყურებლებში, არამედ საერთაშორისო კინოფესტივალებზეც. ძეფირელის ნამუშევარს ერგო ოსკარი, ოქროს გლობუსი, დონატელოს დავითი, ვერცხლის ფირი…

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის შემქნიდან ათაეულობით წელი გავიდა, ძეფირელისეულ “რომეო და ჯულიეტას” კვლავაც ჰყავს მაყურებელი.

ასე გამოიყურებიან ოლივია ჰასი და ლეონარდ უაითინგი ახლა

"რომეო და ჯულიეტა" - ფრანკო ძეფირელის შედევრი