4 დეკემბერი, 2018

რატი დურგლიშვილი “ცეკვავენ ვარსკვლავებში” აღარ მონაწილეობს

რატი დურგლიშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" აღარ მონაწილეობსმომღერალი რატი დურგლიშვილი “ცეკვავენ ვარსკვლავებში” აღარ მონაწილეობს.

კონკურსანტს პროექტის დატოვება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო მოუწია.

ინფორმაცია ამის შესახებ “ცეკვავენ ვარსკვლავების” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“სამწუხაროდ, რატი დურგლიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გამოეთიშა პროექტს.

რატი დურგლიშვილი მადლობას გიხდით, რომ მიუხედავად ტრავმისა, შეუძლებელს აკეთებდი და მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენთან იყავი.”