12 დეკემბერი, 2018

რაჭული მუსიკის უბადლო მცოდნე როსტომ გოგოლაძე გარდაიცვალა

რაჭული მუსიკის უბადლო მცოდნე როსტომ გოგოლაძე გარდაიცვალაანსამბლ “საგალობელის” დამაარსებელი, რაჭული მუსიკის უბადლო მცოდნე როსტომ გოგოლაძე გარდაიცვალა.

ინფორმაცია მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა ძალიან დიდი ქართველი. რაჭული ხალხური მუსიკის უბადლო მცოდნე როსტომ გოგოლაძე.

მისი ნაადრევი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. ის გახლდათ ანსამბლ “საგალობელის” დამაარსებელი და მთელი ცხოვრება ემსახურა ჩვენს ქვეყანას და მის ქალაქს, ამბროლაურს. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ბევრი დრო მაქვს გატარებული და მისგან ძალიან ბევრი მაქვს ნასწავლი.

ვუსამძიმრებ მეუღლეს, შვილებს, ანსამბლის წევრებს, მეგობრებს და ყველას ვისაც გული დაწყდა.

დიდი მადლობა, ბატონო როსტომ, ძალიან დიდი ღვაწლისთვის. ყოველთვის მემახსოვრებით და მეყვარებით.”