19 დეკემბერი, 2018

ნიკა რურუას ყველაზე აქტუალური სიტყვა

ნიკა რურუას ყველაზე აქტუალური სიტყვაკულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ჩანაწერები თუ სხვადასხვა დროს წარმოთქმული სიტყვები, მკითხველში დიდი მოწონებით სარგებლობს.

განსაკუთრებით აქტუალურია ნიკა რურუას სიტყვა, რომელიც ადამიანის დაუმსახურებელ ქებას ეხება:

“ყველაზე ცუდია, როცა ვინმეს დაუმსახურებლად ვაქებთ. ამით მის ყველა სასიცოცხლო ინსტინქტს ვადუნებთ და ამ ადამიანს პასიურ, დემოტივირებულ ტიპად ვაქცევთ.

საბჭოთა რეჟიმი, რომელიც კოლაბორაციონისტებს ასე ენატრებათ, მთელ ჩვენს ერს სწორედ ამ მიზეზით „აქებდა“ და „ადიდებდა“ ათწლეულობით, რომ ქართველთა სასიცოცხლო ენერგია თვითკმაყოფილების ჭაობში ჩაფლულიყო და უმოქმედობა, შემგუებლობა ნორმად ქცეულიყო.

შედეგი, ჯერ კიდევ, სახეზეა – საზოგადოებრივი ირაციონალობა და ყალბი, დაუსაბუთებელი „უპირატესობის“ შეგრძნება ყველას მიმართ.

P. S. გამხნევებაში არ შეგეშალოთ, გამხნევება კარგია და საჭირო.”