27 დეკემბერი, 2018

მუსიკოს ლადო სიჭინავას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს

მუსიკოს ლადო სიჭინავას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტესმუსიკოს ლადო სიჭინავას, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს.

ინფორმაცია ამის შესახებ ხელოვანმა თავად გაავრცელა:

“სამწუხაროდ, უარი მითხრეს ორმაგ მოქალაქეობაზე.

რა თქმა უნდა, მოტივიც უცნობია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ყველაფერი ამ ზაფხულს დაიწყო, ამ დროის განმავლობაში დაოჯახებაც მოვასწარი, ძველ მეგობრებს ჩავეხუტე, ახალი მეგობრები შევიძინე. როგორც იტყვიან – არაფერი ისე უბრალოდ არ ხდება. არ დაგიმალავთ… ძალიან მეწყინა. მეგონა ამდენი გულისხმევა, მეგობრების მხრიდან მხარდაჭერა და გულშემატკივრობა ჩემი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით დაგვირგვინდებოდა, მაგრამ… არა!…

არ გამოგვივიდა!

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, მშობლებს, საქართველოს საელჩო-კონსულატის მოხელეებს იტალიაში და ზოგადად ყველა ჩემს მიმართ კეთილმოსურნე ხალხს თანადგომისთვის. იმედია მომავალში შეიცვლება რამე და მე ხელახლა შევიტან მოქალაქეობაზე განცხადებას.

ყველას უკვლებლივ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ულევ სიხარულს, ჯანმრთელობას და ხელოვნებაში ნეტარებას ვუსურვებ, ყველა ქართველს და ქართველების კეთილმოსურნე ხალხს!… და ჩემი ჯგუფის სიმღერის მისამღერიდან ამონარიდით დაგემშვიდობებით:

“გახსოვდეს შენი კერა, გახსოვდეს მელოდია!”

მუსიკოს ლადო სიჭინავას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტეს