16 დეკემბერი, 2018

მოგისმენიათ ფიროსმანის სადღეგრძელო?!

მოგისმენიათ ფიროსმანის სადღეგრძელო?!“მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ მიიკარა” – ეს სიტყვები ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიდანაა “არ ვიცი ასე რამ შემაყვარა”, რომელიც ნიკო ფიროსმანს ეძღვნება.

“ფიროსმანის სადღეგრძელო” – ეს კი ნიკალასადმი პოეტ ზურა გოშაძის დაწერილი ლექსია:

“მეც შენსავით კიბისქვეშ ვარ შეხიზნული,
ვეძალები ღვინოსა და არაყს,
სიყვარულით ძგერს და მღერის ჩემი გული
და შენსავით ვეტრფი დედა-ქალაქს.
სადარდელი შენი ახლა მეც მაწვალებს,
ვენაცვალე შენს დალოცვილ ყალამს,
ლექსით ვხატავ ორთაჭალის ლამაზმანებს,
მეთევზეებს დილით ვაძლევ სალამს.
გუშინ ხაშზე შემომესწრო მეეზოვე,
(შენს დახატულს რა ძალიან ჰგავდა),
ჩემთან ერთად თითო ჭიქის შესმა ვთხოვე,
დავიცალეთ ღიმილად და დარდად.
იქვე სამნი ყარაჩოღლებს მივამსგავსე,
გავიყავი მათთან ერთად პური,
წამოვწიეთ სადღეგრძელო ფიქრით სავსე
და მივუგდეთ დილის საარს ყური.
თამარის და შოთას საფლავს დაეძებდი,
ამ ძებნაში არ იცოდი დაღლა,
ცოცხალს არ გაგაშლევინეს ლაღი ფრთები
და შენს საფლავს დაეძებენ ახლა.
სატკივარი რომ დაგქონდა მთვრალი გულით,
ჩემი გულიც იმ სატკივარს იტანს,
შენსავით ვარ უთქმელი და გარიყული,
ვარდებს ვჩუქნი მე ჩემს მარგარიტას.
ჩემო ნიკალ, აბა, როგორ შეგედრები,
ეგ სახელი დღეს ბაჯაღლოდ ფასობს,
ნუ დამძრახავ, ჩემებურად გეფერები,
ფიროსმანი მეც მათბობს და მათრობს.
გაგიმარჯოს სადაცა უფლის ნებით,
გაუმარჯოს შენს ლხინსა და ტკივილს…
მოდი, სუფრა დამიმშვენე ძველი ძმებით,
გადავძახოთ შენს მოხატულ თბილისს.”