10 დეკემბერი, 2018

იაკობ გოგებაშვილი: ”საძირკველს ნაციონალურის ძალისას შეადგენს ტერიტორია”

იაკობ გოგებაშვილი: ”საძირკველს ნაციონალურის ძალისას შეადგენს ტერიტორია"სამწუხაროდ, იაკობ გოგებაშვილი ისე არ არის დაფასებული, როგორც ეკადრება.

“დედა ენის” შემდგენმა დაგვიტოვა ისეთი ჩანაწერები, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“არტინფო” პატარა ამონარიდს გთავაზობთ:

“საძირკველს ნაციონალურის ძალისას შეადგენს ტერიტორია, მიწა-წყალი, მამული, სამშობლო…

წაართვით ერს მისი მიწა-წყალი, მისი ტერიტორია და იგი დაჰკარგავს არა მარტო ნიადაგს არსებობისას, არამედ, მოსწყდება იმ დიდებულს ისტორიულს სულსაც, რომელიც სამშობლოში ტრიალებს.”