1 დეკემბერი, 2018

გოგი ჭიჭინაძე და ირაკლი მურჯიკნელი ერთმანეთს დაუპირიპირდნენ

გოგი ჭიჭინაძე და ირაკლი მურჯიკნელი ერთმანეთს დაუპირიპირდნენდირიჟორი გოგი ჭიჭინაძე და ოპერის მომღერალი ირაკლი მურჯიკნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხელოვანებს შორის დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული აზრის ქონა გახდა.

გოგი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ სამეგრელოში, სოფელ ნარაზენში აღმოჩენილ სამალავში ნაპოვნი ე.წ. “კასრის ვიდეოებს” უყურა და საშინლად შეძრწუნებულია:

“ვნახე ეს ენით აუღწერელი კადრები. ყველა ჩემს კოლეგას, რომლებიც მხარს უჭერენ ნაცმოძრაობას, მივმართავ: თქვენი დედაც მ…..ნ!!!

აი ესეც წაიკითხეთ, “განსხვავებული აზრის” მქონეებო. ტენორ მურჯიკნელს მივმართავ, რომელსაც უწუწუნია, რატომ ვაგინებ განსხვავებული აზრის მქონე კოლეგებს: თუ არ დაგეზარება ცოტა დაბლა ჩადი ჩემს პოსტებში და ისიამოვნე წამების კადრებით, სულხან მოლაშვილის ისტორიით… იცი რისი ღირსი ხარ? ზუსტად იგივე უნდა გაგიკეთონ შენ და შენნაირებს, მერე მოვისმენ შენს განსხვავებულ აზრს.

მეგობრებო, მივიღე უმძიმესი გადაწყვეტილება, გავწყვიტო ურთიერთობა ყველა ახლობელთან და ნათესავთან(!), ვისაც უნდათ მიშა, გრიშა, ნაცები და ზონდერები, ვისაც რუსთავი 2-ის ყურება სიამოვნებას ანიჭებს. ვინც იძახის “გოგი, ორივე ერთი ნაგავია!” ან “არა, მე ნაცები კი არ მინდა, მაგრამ ესენიც არ მინდა და ამიტომაც გრიშას მივეცი ხმა”.

ერთი ქუთაისელი მეგობარი უკვე დავბლოკე. ვაგრძელებ. ეს ჩემთვის საშინელებაა, მაგრამ იძულებული ვარ. იქონიეთ თქვენი “განსხვავებული აზრი”, მაგრამ შორს ჩემგან.”

დირიჟორის განცხადებას ოპერის მომღერალი ირაკლი მურჯიკნელი ასე გამოეხმაურა:

“ბატონ გოგო ჭიჭინაძეს, ცნობილ დირიჟორს და საოპერო კათედრის გამგეს, მოგმართავთ თქვენ!! ისევ თქვენდა სამწუხაროდ, დაბლოკილი გყავართ ჩემი განსხვავებული აზრის გამო ამიტომ აქ ბევრია ისეთი რომელიც ჩემს პოსტს დიდი სიამოვნებით წაგიკითხავთ. თქვენი დამოკიდებულება იმ კოლეგებისადმი რომლებსაც აქვს განსხვავებული აზრი, არის სამარცხვინო, მე ჩემს აზრს ყოველთვის საჯაროდ გამოვთქვამდი და ასეც გავაგრძელებ! ეს წუწუნი ნამდვილად არ იყო, რასაც თქვენ წუწუნს ეძახით და, აი, თქვენ საქციელს რა ჰქვია, როცა ქალს “ბოსელში უშვებ” განსხვავებული აზრისთვის და კოლეგებს აგინებთ ეს ცალკე თემაა და გრცხვენოდეთ!!!

P.S. მაინტერესებს განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს რას უზამთ, ქულას დააკლებთ? სპეკტაკლს არ ამღერებთ? თუ საერთოდ ჩაჭრით?”