Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

განათლების სამინისტრო აპირებს მისაღები გამოცდების სიიდან ამოიღოს ქართული ენა და ლიტერატურა!

7 დეკემბერი, 2018

ზვიად ტომარაძე: "განათლების სამინისტრო აპირებს მისაღები გამოცდების სავალდებულო სიიდან ამოიღოს ქართული ენა და ლიტერატურა!"– როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, განათლების სამინისტრო აპირებს მისაღები გამოცდების სავალდებულო სიიდან ამოიღოს ქართული ენა და ლიტერატურა!!! და მხოლოდ უნარჩვევები და უცხო ენა დატოვოს! – ასეთი განცხადება გააკეთა ზვიად ტომარაძემ, – ინფორმაცია რომელიც სანდო წყარომ მომაწოდა და ასევე გადავამოწმე სხვა კომპეტენტურ პიროვნებასთან! მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება არასდროს მომიტყუებია და მსგავსი ინფორმაციები, რომელიც დამიდია ყოველთვის გამართლებულა, რა კომენტარები არ წამოვიდა: არ გვჯერა, სისულელეა, ტყუილია, რატომ წერთ ამას და ა. შ.

თავის დროზე ასევე არ სჯეროდათ და სისულელე ეგონათ “იუვენალურ იუსტიციაზე, მე და საზოგადოებაზე, ბაღებში გენდერულ აღზრდაზე 2024 წლიდან, ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, მიწის გაყიდვაზე, მარიხუანის პლანტაციებზე, ადევნების კანონზე, აზიელების მასიურ მიგრაციაზე და სხვა… აი რატომ არა აქვს სურვილი ადამიანებს რომ უანგაროდ გემსახუროთ, იმიტომ რომ თბილად ჯდომა მოგწონთ, ერთი ადგილის განძრევაზე თავს არ იწუხებთ და ვინც იბრძვის არც მათ უფასებთ, უფასებთ კი არა უსამართლოდ ჩაწიხლავთ და ყველაფრის სურვილს დაუკარგავთ! მე რა უნდა გამიკვირდეს უბრალო მოკვდავს, მაცხოვარზე ხაოდით: ჯვარს აცვი!