5 დეკემბერი, 2018

დავით ფოცხიშვილი: “40 წელი ჩემი ოჯახი იბრძვის ელემენტარული შესაძლებლობებისთვის”

დავით ფოცხიშვილი: "40 წელი ჩემი ოჯახი იბრძვის ელემენტარული შესაძლებლობებისთვის"– 40-წლიან ქორეოგრაფიულ ბრძოლას აღარ ვთვლი, უკვე ისე დავკარგეთ იმედი, – აცხადებს ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი:

“მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო “ცეკვავენ ვარსკვლავებზე”… ქართულ მელოდიებზე პირველი ვინც დაიწყო დრამატურგიული ქორეოგრაფია, ეს იყო გელოდი ფოცხიშვილი და ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი “მეტეხი”. ეს ჩვენი იდეა იყო! ამოვიღოთ ვიდეო არქივი??? ეს დედამო…ული აღიარეთ მაინც ყველაფერს რომ მიიწერთ ხოლმე…. პატარა ილიკოს მივესალმები კაი ადამიანია… ეს მისი იდეა არ ყოფილა და არც არაფერი “ტრანსფორმაცია” არ არსებობს.

ნუ დასცინით ხალხს და ნუ დააბეჩავეთ ადამიანების აზროვნება… იცით რატომ უნდა წავიდეს ყველა ნიჭიერი ადამიანი ამ დედამო…ული ქვეყნიდან?! იმიტომ, რომ აქ ყოველთვის მოკლავენ იმას, ვინც პირველად რაღაც დათესა… შენ დათესავ ის მოიმკის და არც გახსენებენ… ანუ რა ნიჭიერები ხართ ჩემი დედა ვატირე!

სამებაც თქვენ ააშენეთ, გელათიც და ყველაფერი??? სირცხვილია! სირცხვილია! დაამთავრეთ, ხალხნო. ეს ტყუილები! დაამთავრეთ! აღარ ვსაუბრობ მონოპოლისტებზე, რომლებსაც სახელმწიფო კი არ ცვლის, არამედ კიდევ უფრო დიდ საშუალებებს აძლებს დედა მოუ…ან ნიჭიერ ადამიანებს სახელმწიფოს ბიუჯეტით! მე დავიღალე ამ ერთი და იგივე ადამინების ყურებით!

აბა, შეიძლება სახელმწიფო დაწესებულებებში ერთი და იგივე ხალხი ძოვდეს საუკუნეები??? მერე შურიანი ხან სიმართლეს, რომ იტყვი! გამოფხიზლდით, ხალხნო! გამოფხიზლდით! დამთავრდა მონარქიული ცხოვრება დამთავრდა! რას ფიქრობს ამაზე სახელმწიფო როგორ მაინტერესებს თქვენ არ იცით! რაც მანდ იდგმება და რასაც შედევრებს ეძახიან, ჩვენი პატარა ბავშვები ცეკვავენ ისე, რომ გაგიკვირდებათ…

ჯერ სად ხართ, ცოტაც დაიცადეთ! მალე გექნებათ ერთი ადამიანის თეატრი, ერთი ადამიანის სიმღერა, ერთი ადამიანის კლინიკა, ერთი ადამიანის მაღაზია, ერთი ადამიანის ქალაქი და ერთი დედამო…ული ადამიანი…. როდესაც ყველა დავტოვებთ საქართველოს მერე ამოიწევა ეკონომიკა და ლარიც დასტაბილურდება… ის ერთიც დაწყნარდება…

საქართველოს კოლტურას სჭირდება რევოლუცია, ისე როგორც არასდროს და ეს ერთხელაც აუცილებლად განხორციელდება… ისე ჩაუკლეს ხელოვანებს იმედი, რომ იმის ძალაც აღარ შესწევთ ხმა ამოიღონ… ხალხს თავიანთ შესაძლებლობებში ეჭვი შეატანინეს… მოკვდნენ ენთუზიასტები, სწორედ ენთუზიაზმიდან იწყება ბრძოლა და მანდ იბადება სწორი გზები…

40 წელი ჩემი ოჯახი იბრძვის ელემენტარული შესაძლებლობებისთვის… უნდა იტირო დარბაზი რომ გამოგიყონ და კონცერტი ჩაატარო… ნუთუ არ დავიმსახურეთ ერთი დედამო…ული პატარა სტატუსი სახელმწიფოსგან??? ოჯახში ვართ 10 ადამიანი, ვინც ხელოვნებას ვემსახურებით! აბა, მანახეთ რომელიმე ოჯახი, სადაც ამხელა ქორეოგრაფიული დინასტიაა… 40-წლიან ქორეოგრაფიულ ბრძოლას აღარ ვთვლი უკვე ისე დავკარგეთ იმედი…. გვეკუთვნის პატარა დაფასება სახელმწიფოსგან თუ არა??? სახელმწიფო “სტატუსი”, ერთი დედამო…ული სახელმწიფო “სტატუსი” არ გვეკუთვნის???”