1 დეკემბერი, 2018

ასე უნდა გავაცილოთ შემოდგომა

ასე უნდა გავაცილოთ შემოდგომაშემოდგომა მიილია და ზამთრის პირველმა დღემ სუსხით შემოაბიჯა.

მომღერალმა დავით არჩვაძემ ავთო შარვაძის უკვდავი სიმღერა “შემოდგომაა” ახლებური ინტერპრეტაციით ჩაწერა და შემოდგომა გააცილა.

დავით არჩვაძე:

“შემოდგომაც მიილია…
ავთო შარვაძის უკვდავი სიმღერაა…
“შემოდგომაა”…
მადლობა ხვიჩა მაღლაკელიძეს საოცარი აკომპანიმენტისთვის.”