“ყველა ქუჩა თუ უფალთან მიდის
რა საჭიროა ამდენი ქუჩა?” – კითხულობდა პოეტი ანა ლაშხელი ონიანი და თავის სათქმელს ყოველთვის ღიად გამოხატავდა:
“თუ ნივთებივით გავყიდით სინდისს
თუ სული სხეულს ვერ გადაურჩა,
ყველა ქუჩა თუ უფალთან მიდის
რა საჭიროა ამდენი ქუჩა?
თუ იქ ვმთავრდებით, სადაც ვიწყებით
ვერ დავუსხლტებით სევდის გისოსებს,
თუ ზეცას უდრის ჩვენი სიკვდილი
რისი ტოლია მაშინ სიცოცხლე?”