Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ახალი წელი – უმნიშვნელოვანესი სურვილების ასრულების დრო

12 დეკემბერი, 2018

ახალი წელი - უმნიშვნელოვანესი სურვილების ასრულების დრო ახალი წელი უამრავი ადამიანისთვის ის დროა, როცა მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი სურვილები სრულდება.
ზოგს ლამაზი სახლი უნდა, ზოგს ახალი – მანქანა, ზოგს – ძვირფასი სამკაული, ზოგს კი – მხოლოდ საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა.

“არტინფო” იმ უმთავრესი საახალწლო სურვილების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

“ახალ წელს ყველა უიმედო წყვილს უთხრან: “გილოცავთ, თქვენ ბავშვი გეყოლებათ!”
მოხუც მიტოვებულ მშობლებს უთხრან: “მოგვენატრეთ, წავიდეთ სახლში!”
ყველა ავადმყოფს უთხრან: “გილოცავთ, თქვენ გამოჯანმრთელდით.”
ყველა ემიგრანტს, რომლებიც ოჯახების გადასარჩენად წლებია ემიგრაციაში არიან,. უთხრან: “ინებეთ, თქვენი ბილეთი საქართველოს რეისზე!”
შეყვარებულ გოგოს უთხრან: “გამომყევი ცოლად!”
ბავშვს ბავშვთა სახლში უთხრან: “ჩაიცვი, დედამ მოგაკითხა!”