9 ნოემბერი, 2018

ვაჟა ფშაველა: “ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი!”

სულ სხვანაირად დანახული ვაჟა ფშაველას "მთანი მაღალნი"ამას ევედრებოდა უფალს მწერალი და პოეტი ვაჟა ფშაველა და მხოლოდ ქართველების მიერ ერთმანეთის შეყვარების შემდეგ სურდა მათ საქართველოც შეეყვარებინათ:

“ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა.”

“მაშ, რისთვის მინდა სიცოცხლე, სული რადა მრჩავ პირშია, თუკი არ გამოვადგები სამშობლოს გასაჭირშია.”

“ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ, რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა?!”

“არ დაეკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა.”

“არ ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს ათასგვარასა.”

“ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, – პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით.”