22 ნოემბერი, 2018

ვახუშტი კოტეტიშვილი: “წერტილის დასმა ყოფილა მძიმე”

ვახუშტი კოტეტიშვილი: "წერტილის დასმა ყოფილა მძიმე"ასე მიაჩნდა ფოლკლორისტ ვახუშტი კოტეტიშვილს და მის სიტყვებში ნამდვილად არის ჭეშმარიტების მარცვალი:

“როგორ გავუძლო ჩავლილ სიყვარულს,
ზაფხულის მზეს და სუსხიან წვიმებს,
ცხოვრებას მძიმეს, ოდნავ მიქარულს
ხან გამართულ და ხან აშლილ სიმებს…
არ უყვარს ღმერთსაც უღმერთოდ ჯვარცმა,
უნდა გიყვარდეს ამქვეყნად ვინმე,
ხშირად მინდოდა წერტილის დასმა,
მაგრამ წერტილი ყოფილა მძიმე.
სასვენი ნიშნები არიან შეშლილნი
მოჰგვანან უეცრად დაბნეულ მძივებს,
მძიმე არასდროს არ არის წერტილი
წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე.”