18 ნოემბერი, 2018

ვახო ბიჭიკაშვილს ემუქრებიან

ვახო ბიჭიკაშვილს ემუქრებიან– არსად არ შემხვდე, გაფრთხილებ. სადაც არ უნდა იყო, იქ ამოგთხრი მან მახინჯ თვალებს, შე არაკაცო! – ასე ემუქრება “კომედი შოუს” მსახიობს, იუმორიტს ვახო ბიჭიკაშვილს გულიკო ჯაიანი:

“ვახო ბიჭიკაშვილო, მომეცა იმის საშუალება, რომ მოგწერო. მე იმ კაცის მეუღლე ვარ, ვისაც შენ აშარჟებდი ჯაიანიძის გვარით. იცოდი მაინც, შე უბედურო, რა პიროვნება იყო დიმა ჯაიანი? ნათელში იყოს მისი სული. შე ბლუ, შენ ვის დასცინოდი, შე არაკაცო. დიმას ნახევარი მაინც თუ გაგიკეთებია, შე მასხარა. და თანაც დიმამ ლაპარაკი თუ არ იცოდა, შე ბლუ, აბა ვინ იცოდა, შენმა მტკაველნახევარმა ვანო ჯავახიშვილმა? არსად არ შემხვდე, გაფრთხილებ. სადაც არ უნდა იყო, იქ ამოგთხრი მან მახინჯ თვალებს, შე არაკაცო!”