13 ნოემბერი, 2018

უშანგი ჩხეიძე ჰამლეტის როლში – პორტრეტი ხელოვნების სასახლეს გადაეცა

უშანგი ჩხეიძე ჰამლეტის როლში - პორტრეტი ხელოვნების სასახლეს გადაეცაქართული თეატრის გამორჩეული მსახიობის უშანგი ჩხეიძის პორტრეტი, სადაც იგი ჰამლეტის როლშია დახატული, ხელოვნების სასახლეს გადაეცა.

მონუმენტური და შთამბეჭდავი ნამუშევრის ავტორი XX საუკუნის ცნობილი ქართველი ფერმწერის კორნელი სანაძის შესრულებულია.

ნახატი უკვე მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია და მისი ნახვა მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს შეუძლია.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“უშანგი ჩხეიძე ჰამლეტის როლში – მონუმენტური და შთამბეჭდავი პორტრეტი, ოჯახთან მოლაპარაკებების შემდეგ ხელოვნების სასახლის კუთვნილება გახდა.”