4 ნოემბერი, 2018

თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი 8 წლის ნანიკო ბერიაშვილს

თინათინ მღვდლიაშვილის ლექსი 8 წლის ნანიკო ბერიაშვილსპოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა გორში სასტიკად მოკლულ 8 წლის ნანიკო ბერიაშვილს საოცარი ლექსი ”სად ხარ?” მიუძღვნა:

 

”ღმერთმა ვარსკვლავეთში აგიყვანა?..
ქრისტე თუ იხილე, ნეტავ, ნანა?..
დედა ღვთისმშობელმა აგიტაცა?..
გულში ჩაგიკრა და გინანავა?..
სად ხარ?..სამოთხეში დაივანე?..
წმინდა მოიარე ალაგები?..
ზეცად საქართველოს დაემალე?..
მიწას დაგვიტოვე ვალალები?..
შენი ნამზეური დალალები
ბოროტს ვერ აართვი, გაეცალე?..
ცაშიც ხომ არ შეგხვდნენ ჯალათები?..
ჯალათს მოერიდე, გენაცვალე!..
სად ხარ?..ღრუბლებს იქით მიიმალე?..
მზესთან დაემალე სიავკაცეს?..
ნანა, დედა ღვთისას მიეახლე,
გულში ჩაგიკრავს და გინანავებს!..”