23 ნოემბერი, 2018

ქართულმა ფილმმა “8 წუთი” საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 ნომინაციაში გაიმარჯვა

ქართულმა ფილმმა "8 წუთი" საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 ნომინაციაში გაიმარჯვავენესუელის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა “8 წუთი” 10 ნომინაციაში გაიმარჯვა.

აპოკალიფსური შინაარსის ფილმის რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დავით აბრამიშვილი არიან.

ფილმში მთავარ როლებს სლავა ნათენაძე, ანი ბებია და გიორგი შარვაშიძე ასრულებენ.

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამარჯვებული გახდა შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი – სლავა ნათენაძე
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი – ალექსანდრე დარახველიძე
საუკეთესო საი-ფაი ფილმი
საუკეთესო მხატვრული გაფორმება
საუკეთესო მონტაჟი – გიორგი გოგიჩაიშვილი
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა რეჟისურისთვის – გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა სცენარისთვის – გიორგი გოგიჩაიშვილი, ზაზა კოშკაძე, მარი ბექაური
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის – ანი ბებია
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ორიგინალური მუსიკისთვის – ზურა ვაჩნაძე
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო მხატვრობისთვის – Slow Pulse Group