20 ნოემბერი, 2018

პომპეიში უნიკალური ფრესკა აღმოაჩინეს

პომპეიში უნიკალური ფრესკა აღმოაჩინესპომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 79 წელს ფერფლით დაიფარა.

განადგურებულ პომპეიში არქეოლოგებმა უნიკალური ფრესკა აღმოაჩინეს.

აკვარელში შესრულებულია ბერძნული მითოლოგიის გმირები – ლედა და გედი. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფრესკაზე ასახულია სპარტას დედოფალი ლედა და გედად გადაქცეული ზევსი.

თითქმის 2000-წლიანი პერიოდის მიუხედავად, ნახატზე ფერები პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული.