20 ნოემბერი, 2018

ფრიდა კალოს გასაიდუმლოებული ნივთები საჯაროა

ფრიდა კალოს გასაიდუმლოებული ნივთები საჯაროამექსიკელი ფერმწერის ფრიდა კალოს გასაიდუმლოებული ნივთები რიგითი დამთვალიერებლისთვის საჯაროა.

ბრუკლინის მუზეუმში 2019 წლის 8 თებერვალს ფრიდას ყველაზე მასშტაბური გამოფენა გაიხსნება.

მექსიკელი ფერმწერის გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი არა მარტო მის ნამუშევრებს ნახავს, არამედ დაათვალიერებს მისი საყვარელი ტანსაცმლის კოლექციას, კოსმეტიკას და იმ პირად ნივთებს, რომლებიც 50 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო.

1954 წელს, როდესაც ფრიდა გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ დიეგო რივერამ ყველა მისი ნივთი აბაზანის ოთახში ჩაკეტა. დიეგომ ანდერძად დატოვა, რომ ამ ოთახის გახსნა მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.

დიეგო რივერა 1957 წელს გარდაიცვალა, თუმცა აბაზანის ოთახი მხოლოდ 2004 წელს გახსნეს.