14 ნოემბერი, 2018

ნინო მაჩაიძე პლასიდო დომინგოსთან დუეტში იმღერებს

ნინო მაჩაიძე პლასიდო დომინგოსთან დუეტში იმღერებსქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე მსოფლიო ლეგენდასთან, პლასიდო დომინგოსთან ერთად დუეტში იმღერებს.

მომავალი წლის ზაფხულში ნინო მაჩაიძე ზალცბურგის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მის უსაყვარლეს ჯუზეპე ვერდის ოპერაში “ლუიზა მილერი” მთავარ პარტიას შეასრულებს.

ნინო მაჩაიძესთან და პლასიდო დომინგოსთან ერთად სპექტაკლში ასევე მონაწილეობას მიიღებს ტენორი პიოტრ ბეჩალა, ხოლო ორკესტრს მაესტრო ჯეიმს კონლონი უდირიჟორებს.