ნინო ბაშარული: “ჩვენს პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს ქართული კულტურის დაფასების ნიჭი”

ნინო ბაშარული: "ჩვენს პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს ქართული კულტურის დაფასების ნიჭი"მომღერალი ნინო ბაშარული მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს აუცილებელია ჰქონდეს ხელოვნების და ზოგადად ქართული კულტურის დაფასების ნიჭი:

“ვფიქრობ, რომ ჩვენს პრეზიდენტს (ბევრ სხვა ნიჭთან ერთად) უნდა გააჩნდეს ხელოვნების, ზოგადად ქართული კულტურის დაფასების დიდი ნიჭი, რადგან ეს ქვეყანა ლატარიაში კი არ მოვიგეთ, ხალხნო?

ეს ქვეყანა საუკუნეებს, ათასწლეულებს მოითვლის და მას დიდი კულტურული ღირებულებები გააჩნია! და მას სათანადო დამცველი სჭირდება… აი, ზუსტად ისეთი, როგორებიც ერთ დროს, იყვნენ განძის მცველი ფუსტელები საქართველოში. ქვეყნის კეთილდღეობისთვის საკუთარი სიცოცხლის შემწირველნი!”