მცხეთის აკლდამის გადახურვა ნადგურდება

მცხეთის აკლდამის გადახურვა ნადგურდებამცხეთის აკლდამა გვიანდელი ანტიკური ხანის არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მცხეთის რკინიგზის სადგურთან არის აღმოჩენილი.

ერთსენაკიანი, სწორკუთხა ნაგებობა ქვატეხილით არის აგებული და 1951 წელს გაითხარა.

აკლდამა კრამიტით არის გადახურული და მისი მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება:

კახა ხიმშიაშვილი:

“ყოველ წელს უფრო და უფრო დაზიანებული მხვდება მცხეთის აკლდამის კრამიტის გადახურვა. დღეს ასეთ დღეში დამხვდა.”

მცხეთის აკლდამის გადახურვა ნადგურდება