21 ნოემბერი, 2018

მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დავით სარაჯიშვილს სპექტაკლი მიუძღვნა

მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დავით სარაჯიშვილს სპექტაკლი მიუძღვნადიდი ქართველი მეწარმის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის დავით სარაჯიშვილს დაბადებიდან წელს 170 წელი შესრულდა. წელსვე აღინიშნება თბილისის კონიაკის ქარხნის დაარსებიდან 130-ე წლისთავი.

ამ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, 29 და 30 ნოემბერს 19 საათზე მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლის „დავით სარაჯიშვილი” პრემიერა შედგება.

სპექტაკლი, რომლის ავტორი და რეჟისორი მაია შენგელიაა, XIX-XX საუკუნეების მიჯნის საქართველოს უმნიშვნელოვანეს მომენტებს ასახავს. წარმოდგენაში გამოყენებულია ლიტერატურულ-დოკუმენტური კოლაჟი, რომელიც ეყრდნობა დავით სარაჯიშვილის თანამედროვეთა მოგონებებს. ასევე გამოყენებულია დოკუმენტური ფოტომასალაც. ფრაგმენტები გურამ ქართველიშვილის, თამარ ამაშუკელის, თამარ თაგვაძის, ნანა კუპრეიშვილის, მწერალთა სახლის, საქართველოს ბანკის, თბილისის კონიაკის ქარხნის საავტორო გადაცემებიდან.

სპექტაკლის მხატვარია ნინო ლეონიძე, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნით ალექსანდრა ლორთქიფანიძეს და მაია შენგელიას, ქორეოგრაფი კი ანანო სამსონაძეა.

სპექტაკლში მონაწილეობენ პაატა მხეიძე, კახა ჭოლაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, გიორგი ოქრუაშვილი, რაჟდენ კერვალიშვილი, ეკატერინე შარიქაძე და თამარ ცქვიტინიძე.