Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიხეილ ჯავახიშვილის უჩვეულო სასამართლო

20 ნოემბერი, 2018

მიხეილ ჯავახიშვილის უჩვეულო სასამართლო“სამი რამ აკლია ქართველს:
ეროვნული შეგნება, რეალობის ალღო და შრომის უნარი.
– ძალიან ცოტა ჰკლებია, არ ვიცი რაღა შერჩა?
– მადა, ზარმაცობა და ოცნება!” – ეს არის მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერი უბის წიგნაკიდან, რომელიც ისეთი რეალურია, თითქოს დღეს არის დაწერილი და არა წინა საუკუნეში.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ 1910 წელს მიხეილ ჯავახიშვილი სოციალ-ფედერალისტურ პარტიასთან კავშირის გამო დააპატიმრეს.

იმ ავადსახსენებელ 1937 წელს კი მაჩაბლის 13-ში მწერალთა სახლში უჩვეულო სასამართლო გაიმართა. ქართველმა მწერლებმა მიხეილ ჯავახიშვილი გაასამართლეს და ასეთი დადგენილება მიიღეს: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“.

მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ  დატოვა…

მიხეილ ჯავახიშვილი ფიზიკურად მართლაც განადგურდა. განაჩენის აღსრულების დღეს 30 სექტემბერს, ჩეკას ეზოში 200 პატიმარი სიკვდილს ელოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ჯავახიშვილი ზახარ შაშურკინმა დახვრიტა, რომელმაც დახვრეტის სანაცვლოდ ჩეკასგან ერთი ბოთლი არაყი მიიღო.