3 ნოემბერი, 2018

მერაბ ნინიძე – დაუვიწყარი თორნიკე “მონანიებიდან”

მერაბ ნინიძე - დაუვიწყარი თორნიკე "მონანიებიდან"მსახიობ მერაბ ნინიძის კინოკარიერა თენგიზ აბულაძის ფილმით “მონანიება” დაიწყო. ფილმში მერაბმა გეგა კობახიძე შეცვალა. მეორე კურსის სტუდენტი ისე დათრგუნა სცენარის წაკითხვამ, რომ კომუნალურ ბინაში აბაზანაში გასვლის ეშინოდა.

მერაბ ნინიძე, მსახიობი:

“ეს ფილმი რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, მე არ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ, პროფესიულად ვამბობ. ეს იყო ნათლობა დიდ საქმეში. ”მონანიება” უფრო მეტია, ვიდრე ფილმი.

მეორე კურსისი სტუდენტი ვიყავი, ამ ფილმთან შეხება რომ მომიწია. თეატრალურიდან წაგვიყვანეს კინოსტუდიაში, სადაც თენგიზ აბულაძესთან შეხვედრა შედგა.

მძიმე რეაქცია მქონდა, როცა სცენარი წამაკითხეს. თავიდან ფილმს ერქვა “აფთარი”. ისე დამთრგუნა გვამის ამოთხრის სცენამ, კომუნალურ ბინაში ვცხოვრობდით და აბაზანაში ვერ გავდიოდი. გვამის ამოთხრის სცენის შემდეგ კი ყველაზე დამთრგუნველი ჩემთვის თორნიკეს თვითმკვლელობა იყო.

როცა ფილმზე დამამტკიცეს, ჩემით კაბეგე დაინტერესდა და საფუძვლიანადაც შეისწავლეს ჩემი ბიოგრაფია.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმს კონსპირაციულად არ ვიღებდით, “მონანიება” იყო გასაიდუმლოებული და მასზე ლაპარაკი არსად არ შეიძლებოდა.”