13 ნოემბერი, 2018

მეგი გოგიტიძე მოსკოვში კონცერტს გამართავს

მეგი გოგიტიძე მოსკოვში კონცერტს გამართავსმომღერალი მეგი გოგიტიძე მოსკოვში პირველ სოლოკონცერტს გამართავს.

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე ქართველი მომღერალი თავის მსმენელს რუსეთის დედაქალაქში ზურაბ წერეთლის ხელოვნების გალერეაში უმასპინძლებს.

კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, მეგი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და მოთხოვნადი მომღერალია. მისი ორიგინალური სტილის გამო, მეგის ვიდეოების ნახვა ინტერნეტში 100-მილიონს აჭარბებს.

მოსკოვში გამართულ სადებიუტო კონცერტზე ქართველი მომღერალი შეასრულებს სიმღერებს ახალი ალბომიდან, რომელზეც ამჟამად მუშაობს.