Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კინომხატვარი გია ლაფერაძე გარდაიცვალა

10 ნოემბერი, 2018

კინომხატვარი გია ლაფერაძე გარდაიცვალა“საფეხური”, “ჩიორა”, “არის ასეთი ქვეყანა”, “აქ თენდება”, “ნათლისღება”, “ვინ არის მეოთხე”, “მტერი ჩემი ძმა ჩემი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც მხატვარმა გია ლაფერაძემ იმუშავა.

კინომხატვარი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია რეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ გაავრცელა:

“გარდაიცვალა ქართული კინოს შესანიშნავი წარმომადგენელი კინომხატვარი, მეგობარი, მამა, გულიანი კაცი – გია ლაფერაძე. ძალიან დაგვწყვიტე გული… მშვიდობით გია.”

გია ლაფერაძეს სამშაბათს, 13 ნოემბერს დაკრძალავენ.