12 ნოემბერი, 2018

იური მეჩითოვი: “კატეგორიულად უვარყოფ ჩემს მისამართით აბსურდულ ბრალდებებს!”

იური მეჩითოვი: "კატეგორიულად უვარყოფ ჩემს მისამართით აბსურდულ ბრალდებებს!"ფოტოგრაფი იური მეჩითოვი კატეგორიულად უარყოფს მისი მისამართით გავრცელებულ ბრალდებებს, რომლებიც 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულმა მისმა განცხადებამ გამოიწვია და მას აბსურდულს უწოდებს:

“ეს ჩემი ცნობილი სურათი გახდა 9 აპრილის ტრაგედიის გაპროტესტების სიმბოლოდ. და წუხილი დაღუპულების მიმართ არ განელებულა.

კატეგორიულად უვარყოფ ჩემს მისამართით აბსურდულ ბრალდებებს. ქვეყანაში ვერ დასრულდა მტრების ძიება. ეხლა მეც გამომიყვანეს მტრად, რადგან მაქვს ჩემი ცნობები ამ მართლა ტრაგიკული მოვლენის ირგვლივ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ადამიანის მოსმენა. აი, ლაფში ადამიანის ამოსვრა და ამით პატრიოტის ნიღაბის მორგება, ზოგიერთისთვის საქმედ იქცა… სჯობს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე რომ გვეკეთებინა.

…მოვისმინე ამ მართლაც ნაძირალა გაბუნიას გამოსვლა. ვისაც უნდა იცხოვროს გაბუნიას საქართველოში – მე არ მინდა, იმიტომ რომ მართლა მახსოვს უკეთესი საქართველო!”

იური მეჩითოვი: "კატეგორიულად უვარყოფ ჩემს მისამართით აბსურდულ ბრალდებებს!"