3 ნოემბერი, 2018

გურამ ქართველიშვილი: “ქართველო, ნუ ყიდი საქართველოს!”

გურამ ქართველიშვილი: "ქართველო, ნუ ყიდი საქართველოს!"ასე მიმართავს მწერალი გურამ ქართველიშვილი თანამემამულეებს და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ელოდება:

“დღევანდელი სახელმწიფოებრივი ვაქჰანალიიდან გამომდინარე, მოვა დრო, როცა ახალგაზრდა თაობები ასაკში შევლენ, დაღვინდებიან, ჩვენგან, უფროსი თაობებისგან ასპარეზად დათმობილ პორნო-ნარკო კლუბების და ათას დამამახინჯებელ დაწესებულებებში ,,ძიგძიგის” ასაკიც გაუვათ და მწარე კითხვები გაუჩნდებათ. არადა ეს კითხვები ჩვენს მიმართ იქნება დასმული, მშობლებო, რადგან ჩვენგან ვერ დაცულ და ჩვენგანვე გამოხრულ-გაყიდულ საქართველოში მოუწევთ ცხოვრება. სამშობლოში, რომელშიც მათი აღარაფერი იქნება. აღარ იქნება მიწა და ქართული წარმოშობის გლეხი, რადგან დღეს ჩვენ სოფელში ახალგაზრდა კაცი სანთლით საძებარია და აქამდე სიმწრით მოტანილ ქართულ-გლეხურ კულტურას შვილები აღარ ითვისებენ, ერთეულების გარდა, ანუ გლეხი აღარ გვეზრდება უძველეს მიწათმოქმედ-გეორგიკანებს.

აქედან გამომდინარე ქართულ მიწას ის ეთნოსები გადაიბარებენ, რომლებსაც ჩინელ–ინდოელს ვეძახით ოდიდგანვე ქართველები და რომელ ხალხებსაც დღეს ასე გულუხვად ვასახლებთ საქართველოში. ხალხებს, რომლებიც არნახულად მრავლდებიან და მიწის მუშების დაუსაქმებელი არმიები ყავთ. შვილები იმასაც ნახავენ თვალით, რომ გენეტიკურად ვაჭრული ორგანიზაციული კულტურით მდიდარი ირანელები კალიებივით მოედებიან საქართველოს სავაჭრო სივრცეს და მის ყველა კუთხე-კუნჭულს დაიკავებენ. ზემოთ ნახსენები ხალხებივე გადაიბარებენ ამ წარმტაცი ქვეყნის ტურისტულ ბერკეტებს, რადგან უდიდესი ტურისტული ნაკადების ქვეყნების შვილები არიან და საქართველოს თავისივე მილიარდობით თანამემამულის მოსასვენებლ აგარაკად გადააქცევენ.

ქართველები აზიურ უმდიდრეს კაპიტალს ვერაფერს დავუპირისპირებთ. აზიელი ეთნოსების ხელში ჩავარდნილი ეკონომიკა აუცილებლად გამოიწვევს ამავე ეთნოსებისგან ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სივრცის სრულ ოკუპაციას. ინდო-ჩინელები, არაბები, ირანელები და თურქები, მთლიანად გადაიბარებენ სახელმწიფოს მმართველობას და ჩინოვნიკურ კორპუსს ბოლო სტრუქტურის ჩათვლით. ამას აუცილებლად მოყვება დღეს ქართული ძალოვანი კორპუსის შევსება უცხო ეთნოსებით. თავისვე ქვეყანაში უმცირესობის უმცირესობაში მოხვედრილი ქართველობა და მისი განათლების სისტემა მთლიანად მოიშლება და მას დომინანტი აზიელ ხალხთა განათლების ტალღები ჩაყლაპავენ.

იგივე დღე დაადგება ქართულ კულტურას და დღეს უკვე ჩვენგანვე სიკვდილის პირას მიყვანილ სამეცნიერო სკოლებს. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საკუთარ სამშობლოში უუფლებო მდგომარეობაში ჩავარდნილი და გაღარიბებული მრევლი თანდათან შემოეცლება და ის ერთ-ერთ მცირე რელიგიურ დანამატად იქცევა მოძალებულ ისლამურ–ბუდისტურ მოზღვავებაში.

მოდით ეს დღევანდელობიდან გამომდინარე მომავლის ლოგიკური ჭვრეტა აქ შევწყვიტოთ და დავფიქრდეთ – რას ჩავდივართ ქართველებო… სუიციდს ვადგავართ? ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ ჩვენს მიერ გადამთიელებზე გაყიდული თითო გოჯი ქართული მიწა, საცხოვრებელი ფართი და საწარმო ზემოთწაკითხულ პერსპექტივას უმზადებს ჩვენ შვილებს? ნეოლიბერალურ პოლიტიკურ ცეკვა-თამაშში ჩართულები ნუთუ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს მოჩვენებითი სახელმწიფო, რომელიც ავანტიურისტ-აფერისტ ბიძინიე-მიშებზე გვაქვს მიბარებული, ხელიდან გვეცლება? არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი გაუმაძღრობის გამო უმომავლოდ დაყრილ შვილებს მონობას ვუტოვებთ მემკვიდრეობად?

ასეთი შეკითხვები დაუსრულებლად შეგვიძლია დავუსვათ ერთმანეთს ქართველებო, მაგრამ თუ ერთ აზრზე არ დავდექით, არ გავერთიანდით და ეს ქვეყანა მოღალატე ლიბერალებს არ გამოვგლიჯეთ ხელიდან, არყოფნა გარდაუვალია… ,,ხელიდან გამოგლეჯა” კი სიტყვის მასალად არ მიხმარია, რადგან მსგავს საშიშ ეპოქებში სწორედ ასე გამოგლიჯეს ხელიდან ჩვენმა წინაპრებმა საქართველო თემურ ლენგს და შაჰ-აბასს….. არადა გაახილეთ გულ-ტვინის თვალი და დაინახავთ, რომ ესენი იმ ამომგდებელ მტრებზე უფრო საშიში მტრები არიან.

P.S. ომში ვართ ქართველებო, ჩუმ და უკიდურესად საშიშ სამამულო ომში, რომელიც ათას-ბრჭყვიალა ,,მშვიდობით” არის შეფუთული…. გონზე მოსვლის დროა….”