13 ნოემბერი, 2018

გოჩა ჩერტკოევი: “ჩემი ოსეთი საქართველოშია!”

გოჩა ჩერტკოევი: "ჩემი ოსეთი საქართველოშია!"ასეთი განცხადება მსახიობმა, პროდიუსერმა, მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა გოჩა ჩერტკოევმა ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ქართული ტურის დაწყებისას გააკეთა:

“პოლიტიკაში არასდროს ვერევი, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ფაქტი. ვისაც ჰგონია, რომ ოსეთი რუსეთია, ტვინი დაუკარგავს.

არც ერთ შემთხვევაში ეს არ იქნება და არასოდეს არ მოხდება. ჩემი სამშობლოა საქართველო, ჩემი ოსეთი საქართველოშია. ვისაც არ მოსწონთ, წავიდნენ რუსეთში!”