16 ნოემბერი, 2018

გინახავთ სულხან საბა ორბელიანის შედგენილი რუკა?

გინახავთ სულხან საბა ორბელიანის შედგენილი რუკა?ამერიკაში მცხოვრები 88 წლის ქართველი ემიგრანტის გიორგი ცერცვაძე-ვარდისიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს და ქართველებს საჩუქრად გადმოეცა რუკა, რომელიც სულხან საბა ორბელიანის მიერ არის შედგენილი.

ილია დარჩიაშვილი:

“ქართველი ემიგრანტის, გიორგი (Jerzy) ცერცვაძე-ვარდისიანის გადაწყვეტილებით, რომელიც ამჟამად 88 წლის ასაკში ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს/ქართველებს საჩუქრად გადმოგვეცა, მისი მამის (პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცერი) დანატოვარი, მე-18 საუკუნის ფრანგი კარტოგრაფის, გიიომ (გილიომ) დელილის მიერ იმ დროის ყველაზე სრულყოფილი კავკასიის რუკა, რომელიც შედგენილია სულხან-საბა ორბელიანის მიერ 1713-1716 წლებში, ლუდოვიკო XIV-ის სამეფო კარზე ჩატანილი მონაცემების საფუძველზე.

მქონდა პატივი საქართველოს სახელით მიმეღო დოკუმენტი, რომელიც სულ მალე საქართველოს ეროვნულ არქივში დაიდებს ბინას.”

გინახავთ სულხან საბა ორბელიანის შედგენილი რუკა?

გინახავთ სულხან საბა ორბელიანის შედგენილი რუკა?