Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეთნოფოლკლორით დაინტერესებული უცხოელების დაუვიწყარი ამბავი სვანეთში

21 ნოემბერი, 2018

ეთნოფოლკლორით დაინტერესებული უცხოელების დაუვიწყარი ამბავი სვანეთშისაქართველოს რეგიონები თავისი ტრადიციებით განსაკუთრებულია და თითოეული მათგანი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ამბავი, რომელის სვანეთში მოხდა, ნამდვილია და იგი ეთნოფოლკლორით დაინტერესებული უცხოელების ამბავს შეეხება:

”სვანეთში ერთ ოჯახში ეთნოფოლკლორით დაინტერესებული უცხოელი სტუმრები უკვე სუფრასთან სხედან, მასპინძელი ქალი სუფრას შლის, ბავშვები შორიდან უყურებენ რა ხდება.

დიდ ოთახში სადაც მაგიდა ცენტრშია, ოჯახის უფროსმა განსხვავებული სასმისი გამოიტანა და ოჯახის ყველა წევრი სტუმრის ირგვლივ ტრიალებს. დადგა ჯერი ვახშმისა და სვანური სიმღერის.

სტუმარი, რომელიც ასევე ოჯახთან ერთადაა საქართველოში ერთი კვირით ჩამოსული გულიანად აგემოვნებს კერძებს, ათვალიერებს სხვადასხვა სახის ორნამენტებს, ნახა კოშკი, წინაპართა საფლავები, ძველი იარაღები… მზის ჩასვლა მთებს მიღმა… და ოჯახის თავკაცს უსმენს.

კაცი მიუყვება სადღეგრძელოებს, ყვება გვარის, კუთხის, ქვეყნის ისტორიაზე, სამივე თაობის თანაცხოვრებაზე და ასევე დაინტერესდა სტუმრის საგვარეულო ისტორიით. სტუმარმა უამბო წარმატებულ კარიერაზე, სამსახურზე, ლამაზ ოჯახზე, მეუღლესა და ბავშვებზე.

მასპინძელმა იკითხა მშობლები თუ ჰყავდა სტუმარს, რომ შემდეგი სადღეგრძელო მათი ჯანმრთელობის ყოფილიყო. გაირკვა რომ დედა გარდაცვლია, მამა კი მოხუცებულთა პანსიონში შვიდი წელია ცხოვრობს და ის ერთი წელია არ უნახავს, თუმცა სტაბილურად იხდის პანსიონის ფულს.

მასპინძელმა დადგა სასმისი. თქვა, რომ იქ სადაც მშობლებს მარტოხელათა პანსიონში, თუნდაც მდიდრულში ტოვებენ, მათთვის ვერ იმღერებდა.

გაშრა ყელი და სტუმარიც.

ოთახიდან ოჯახის პატრონი მძიმე ნაბიჯებით გავიდა – სუფრა და საფიქრალი უცხოელ სტუმარს დაუტოვა.
გავიდა წელი.

ოჯახის უფროსთან წერილი მოვიდა სვანეთში.

“არ მინდა მოვკვდე ისე, რომ არ ვნახო ქვეყანა, რომელმაც დამიბრუნა შვილი. მომცა ბედნიერება გამეცნო და მოვფერებოდი ჩემს შვილიშვილებს.”

ბარაქალა თქვენს ქართველობას სვანებო!