19 ნოემბერი, 2018

დათო ტურაშვილი: “ასეთი სიმდიდრე მართლა მხოლოდ ქართველებს გვეკუთვნის”

დათო ტურაშვილი: "მონობაში გაზრდილ ადამიანს ისევ მონობა ურჩევნია"მწერალი დათო ტურაშვილი ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და ამიტომაც არის, რომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

ამჯერად დათო ქართული დამწერლობის უნიკალურობაზე წიგნში “ქართული ანბანი – 33 ემოცია” საუბრობს:

“მსოფლიოს ნებისმიერ ხალხს ჩვენსავით შეიძლება ეგონოს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ცეკვა და სიმღერა, ღვინო და სამზარეულო, პოეზია და კულტურა აქვს, მაგრამ მთელ მსოფლიოში არ არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ანბანი დამწერლობის სამი სახეობით: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.

ასეთი სიმდიდრე მართლა მხოლოდ ჩვენ, ქართველებს გვეკუთვნის და სამწუხაროა, რომ ამის გამო სათანადოდ მაინც ვერ ვამაყობთ.”