13 ნოემბერი, 2018

ატენის სიონის დამახინჯება გრძელდება

ატენის სიონის დამახინჯება გრძელდებაატენის სიონის გვერდით მშენებლობის დაწყება იმ ადამიანებმა გააპროტესტეს, რომლებისთვისაც ეს ფაქტი უნიკალური ძეგლის დამახინჯების ტოლფასია, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ ამაში საგანგაშო არაფერია.

ატენის სიონთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა გაავრცელა:

“აი, ამ მოსამართლემ – ხატია არდაზიშვილმა თქვა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ატენის სიონის გვერდით მშენებლობის დაწყებაზე ნებართვის გაცემა მოხდა კანონიერად.

ჩემი ნება რომ იყოს, კულტურული მემკვიდრეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის გარკვეული თანამდებობის პირებთან ერთად ამ მოსამართლესაც პასუხს ვაგებინებდი, საყდრისის საქმის მოსამართლე ნინო ბუაჩიძესთან ერთად.

ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს არავის სთხოვენ, არავის სჯიან; პირიქით – აწინაურებენ. უახლოეს დღეებში, ძალიან მალე ერთი ამგვარი ფაქტის ირგვლივ დავწერ აქ და ვიტყვი ჩემს გადაცემაში.

ვიყავი თბილისის საქალაქო სასამართლოში. მეექვსე სართულზე, N35 დარბაზში 10:25 წუთზე მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ფილიალის წარმომადგენლების ” ქეთევან ბებიაშივლისა და მაია გრძელიშვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდაო.

მოსარჩელეები ითხოვნენ იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც ატენის სიონიდან რამდენიმე მეტრში ჩემს მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე წარმოდგენილი მშენებლობა დაიწყეს.

მოწინააღმდეგე მხარე გახლდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

დიდწილად სავარაუდოდ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდება.”

ატენის სიონის დამახინჯება გრძელდება