12 ნოემბერი, 2018

ასე სთხოვა ხელი საბა კემულარიამ შეყვარებულს

ასე სთხოვა ხელი საბა კემულარიამ შეყვარებულს “მხოლოდ ქართულის” მონაწილემ საბა კემულარიამ თავის რჩეულს ხელი სთხოვა. ამაში მას უახლოესი მეგობრები დაეხმარნენ.

მომღერლის რჩეული კესო გაფრინდაშვილია. საბამ კესო რესტორანში მიიწვია, სცენაზე ავიდა და მეგობრებთან ერთად ჯანსუღ კახიძის “მუხაბაზი” შეასრულა.

მუსიკალური ნომრის დასასრულს მომღერალმა რჩეულს ბეჭედი მიართვა, ხელი სთხოვა და საყვარელი ადამიანისგან პასუხად თანხმობა მიიღო.