Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ამირან შალიკაშვილი უმცროსი: “მამა, შენი საიდუმლო მხოლოდ მე ვიცი!”

30 ნოემბერი, 2018

ამირან შალიკაშვილი უმცროსი: "მამა, შენი საიდუმლო მხოლოდ მე ვიცი!"ამირან შალიკაშვილი უმცროსი მამას – საქართველოში პანტომიმის ჟანრის დამფუძნებელს და პანტომიმის თეატრის დამაარსებელს ემოციური სიტყვით დაემშვიდობა:

“მამა, დღევანდელი სპექტაკლით დაგემშვიდობები და ერთს დაგპირდები: ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შენი თეატრი ისეთი იყოს, როგორიც შენ გინდოდა!

ბევრს მეუბნებოდი, რომ შენ რომ არ იქნებოდი, ძაან გამიჭირდებოდა, იმასაც მეუბნებოდი, რა მოხდებოდა შენი სიკვდილის შემდეგ! მაგრამ მხოლოდ მე ვიცი შენ რა გინდოდა, მხოლოდ მე ვიცი შენ რა შექმენი, 22 წელი შენს გვერდით გავატარე სცენაზე და ზუსტად ამ მძიმე წლებში გვერდში გედექი, ამდენი ტკივილი ერთად გადავიტანეთ! გეხვეწებოდი, არ დამტოვო მარტო, რადგან ძალიან მეშინია ამხელა ტვირთის აღება, რადგან ვიცი მე რაც მელოდება წინ!

შენი საიდუმლო მხოლოდ მე ვიცი, საიდუმლო, რომელიც ამ თეატრს გადაარჩენს! რაც დამიტოვე ანდერძად, ძალიან დიდი ტვირთია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტვირთი ვატარო და შენი გადაწყვეტილება გავამართლო! მხოლოდ ჩემში დაინახე ამ საქმის გაგრძელება და მადლობა ამხელა ნდობისთვის! მე გავამართლებ შენს გადაწყვეტილებას და გპირდები, თუ ახლა შემჭამეს მოვა დრო, როდესაც შენი თეატრი აღორძინდება! მე მაინც ავაშენებ თეატრს და მაინც აგისრულებ ნატვრას!

მიყვარხარ ძალიან და ძალიან მაკლიხარ!”