Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზურა ყიფშიძე: “ჩემს თავს ინტელიგენტსაც ვერ დავარქმევ”

19 ოქტომბერი, 2018

ზურა ყიფშიძე: "ჩემს თავს ინტელიგენტსაც ვერ დავარქმევ"ამბობს მსახიობი ზურა ყიფშიძე, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მის ნიჭიერებას აღიარებენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.

ჯერ კიდევ 1990 წელს თუმანიშვილის თეატრის გასტროლების დროს, ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” ზურა ყიფშიძეზე წერდა: “თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ თქვენი კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები, ხოლო ეს ბიჭი, ზურაბ ყიფშიძე – ყველას მტვერში აგორავებს.”

მსახიობს საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ სულ იხსენებს ერთ მომენტს ცხოვრებიდან, რომელიც განსაკუთრებულად დაამახსოვრდა:

“ერთხელ ჩემმა გამზრდელმა დეიდამ მკითხა: იცი, რა არის ინტელიგენტი? დავიწყე ახსნა, წიგნიერებაც ვახსენე, კულტურაც… ბევრი ვიფილოსოფოსე.

დეიდამ კი მითხრა: სადღაც მოვისმინე, ინტელიგენტია ის, ვინც ცდილობს, დაიკავოს რაც შეიძლება მცირე ადგილი ცხოვრებაშიო…

მართლაც არ შეიძლება ზედმეტად შენი თავის წარმოჩენა. ხანდახან მეღიმება, როცა ომახიანად ყვებიან, ეს შევქმენი, ის საუკეთესოდ გამომივიდა!..

ჩემს თავს ინტელიგენტსაც ვერ დავარქმევ. ინტელიგენტს გაცილებით დიდი განათლება უნდა ჰქონდეს…

რაც შეეხება ღირებულებებს და თანამედროვე ცხოვრებას, ასეთი იმიტომაც არის, რომ ინტელიგენცია ქრება…”