26 ოქტომბერი, 2018

ვარძია და ბოდბე ფრანგი გამომცემლების ეპიცენტრში

ვარძია და ბოდბე ფრანგი გამომცემლების ეპიცენტრშიქართული ეკლესია-მონასტრებით დიდი ხანია უცხოელები აქტიურად დაინტერესდნენ. ამის დასტური ჩვენს ქვეყანაში მომრავლებული ტურისტებია, რომლებიც ქართული კულტურით, ბუნებით თუ სტუმარმასპინძლობით აღტაცებულნი არიან.

ქართული ეკლესია–მონასტრები არაერთხელ მოხვდა უცხოური ტელევიზიებისა თუ გამოცემების ეპიცენტრში. ამჯერად საფრანგეთში გამოიცა წიგნი “ევროპის მონასტრები”, სადაც ორი ქართული მონასტერია შესული – ვარძია და ბოდბე. წიგნთან ერთად მომზადდა სპეციალური ფილმიც ამ მონასტრების შესახებ, რომელიც ევროპის ტელევიზიებით ნოემბრიდან ყოველკვირეულად გავა.