Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სულხან საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა” – ნამდვილი საგანძური

25 ოქტომბერი, 2018

სულხან საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" - ნამდვილი საგანძური სულხან საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა” თითოეული ქართველის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს, რადგან მასში გადმოცემული ამბები თითოეული ჩვენთაგანისთვის ნამდვილად ჭკუისსასწავლებელია.

ილია ჭავჭავაძე სულხან საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისას” ასე აფასებდა:

“საბა ორბელიანმა რომ თავისი ზღაპრები დასწერა, სიბრძნე სიცრუის დაარქვა. მე ხშრად ჩავფიქრებულვარ ამ უცნაურს სახელს წიგნისას. მართლაც, სადაც სიბრძნეა, იქ სიცრუეს რა ხელი აქვს? სიბრძნესთან სიცრუე რა მოსატანია? რა სიტყვის მასალა? რა უგავთ ერთმანეთისა?

საბა ორბელიანი – ეს ბრძენი, დარბაისელი კაცი, რათ იკადრებდა სიბრძნეში გაერია სიცრუე? მე ვფიქრობ, რომ საბა ორბელიანს ამის თქმა უნდოდა: მე ზღაპარს გეუბნები და სიბრძნეს კი გამცნებო.

ზღაპარი მოგონილი ამბავია, არამართალი, მაშასადამე, სიცრუეა, ამ ხრით, წიგნი საბა ორბელიანისა სიცრუეა. საბა ორბელიანის სიცრუე – უჰ, რა ცუდი სიტყვაა. ნეტავი ეს სამი სიტყვა ერთმანეთზე გადასაბმელი არ იყოს…

საბა ორბელიანის სიცრუე-მეთქი სულ სხვაა, საბა ორბელიანის სიცრუე ზღაპარია, არაკია, იგივია.”