11 ოქტომბერი, 2018

სერგო ფარაჯანოვის “ბროწეულის ფერი” ლონდონში

სერგო ფარაჯანოვის "ბროწეულის ფერი" ლონდონშირეჟისორ სერგო ფარაჯანოვის ერთ-ერთ შედევრს “ბროწეულის ფერს” ლონდონში აჩვენებენ.

29 ნოემბერს ლონდონში აზიის სახლში კინორეჟისორისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ნაჩვენები იქნება მისი ერთ-ერთი შედევრი “ბროწეულის ფერი”, სადაც მთავარ როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებს.

ეს ფილმი თავდაპირველად გამოვიდა სახელით „საიათ-ნოვა“. კინოფილმს ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლიუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ კინოს შედევრი უწოდეს.

მიუხედავად ამისა, საბჭოთა მთავრობამ ფილმის ჩვენება აკრძალა, ხოლო სერგო ფარაჯანოვი 1973 წელს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში გადაასახლა.

“ბროწეულის ფერი” XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული.