31 ოქტომბერი, 2018

რობერტ სტურუა გვაფრთხილებს

რობერტ სტურუა გვაფრთხილებსრეჟისორი რეჟისორი რობერტ სტურუა თანამემამულეებს აფრთხილებს და ხანუმას სიტყვებს იმეორებს: “თავში ქვა გიხლიათ, მუცელში სამართებელი!”:

“არის ასეთი ქვეყანა…

უმადურები, უსწავლელები, უზრდელები, მკვლელებიც კი, ცრუ-პენტელა, ფულის გამო ყველაფრის მკისრებელი, ვითომ ხელოვანი, შოუ უნიჭო ბიზნესი, დაჩლუნგებული მოსახლეობა, სტოკგოლმის სინდრომით დაავადებულნი: “სწორედ ის მიყვარს, იმას ვეთაყვანები, ვინც მაწამა, მცემდა, მამცირებდა.

აქედან უცხოეთში გაქცეული და ისე რა რომ მოეწყო და ნორმალურად ცხოვრობს: მამათმავლებს მიეცით ხმაო, ციხეში მაგ საქმეს რომ დაეწაფენო… და ბროდვეიზე სეირნობენ, ბრძენი კაცის სახეებით…

“არის ასეთი ქვეყანა…” და დაბინდული ღიმილით ვიცხოვროთ ისე, როგორც კოკაინისტი-мишенька გვიბრძანებს!

ხანუმას ტექსტს გავიმეორებ:
“თ ა ვ შ ი ქვა გ ი ხ ლ ი ა თ,
მ უ ც ე ლ შ ი სამართებელი!”

ესეც ამ ქვეყნის (სახელს ვერ ვიხსენებ) არჩევანია!
P.S. ნარკომანია, ნარკომანია უპირველეს ყოვლისა!”