30 ოქტომბერი, 2018

პანტომიმის თეატრი: “ჩვენ ყველაზე ძალიან გვიჭირს”

პანტომიმის თეატრი: "დღეს ჩვენ ყველაზე ძალიან გვიჭირს"შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი დღეს ყველაზე რთულ მდგომარეობაშია.

თეატრის დირექტორის, ამირან შალიკაშვილი უმცროსის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, პრეზიდენტის განკარგულებით ლიკვიდაცია ჩაუტარეს თეატრს და გაყალბებული საბუთებით ჩამოართვეს შენობა.

ამირან შალიკაშვილი უმცროსი:

“არასდროს არც ერთ პრეზიდენტს მსოფლიოში თეატრი არ გაუყიდია! თუკი დღეს რაიმე პრობლემა აქვს პანტომიმის თეატრს, ეს წინა ხელისუფლების ბრალია!

არ იყიდება სკოლა, საბავშვო ბაღი, საავადმყოფო, ეკლესია და თეატრი!!!

ხელუხლებელია კულტურა, ხელუხლებელია თეატრი, მაგრამ მათ ხელი კი არ ახლეს, არამედ წიხლებით ჩაწიხლეს ერთადერთი ნახევარსაუკენოვანი თეატრი!

პრეზიდენტის განკარგულებით ლიკვიდაცია ჩაუტარეს თეატრს და გაყალბებული საბუთებით ჩამოგვართვეს შენობა, შენობა რომელშიც 1926 წლიდან მოზარდმაყურებელთა თეატრი იყო და 1985 წლიდან საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი. ამირან შალიკაშვილი არის პანტომიმის ჟანრის ფუძემდებელი, სახელმწიფო თეატრის დამაარსებელი, თეატრალურ უნივერსიტეტში პანტომიმის ფაკულტეტის დამაარსებელი და საერთაშორისო სკოლის ფუძემდებელი…

ეს ყველაფერი მხოლოდ პრეზიდენტის განკარგულებით და მისი ხელისუფლების ერთი ხელის მოსმით განადგურდა!

მათ გაანადგურეს 54 წლის მანძილზე ხალხის ნაწვალები შრომით აშენებული თეატრი! მხოლოდ ეს ფაქტი არის საკმარისი, რომ ისინი აღარ უნდა დაბრუნდნენ!

დღეს ჩვენ ყველაზე ძალიან გვიჭირს და ვწვალობთ, შევინარჩუნეთ და მაინც განვავითარეთ პანტომიმის ხელოვნება და ძალიან მალე ავაშენებთ თეატრს!”