17 ოქტომბერი, 2018

ნახეთ ნიკო ფიროსმანის გაცოცხლებული ნახატები

ნახეთ ნიკო ფიროსმანის გაცოცხლებული ნახატებინიკო ფიროსმანი და მისი ნახატები სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში.

წამყვან აუქციონებზე ნიკალას ნამუშევრები ეტაპობრივად ჩნდება და სოლიდურ ფასადაც იყიდება.

ამჟამად ფიროსმანის 29 ნახატი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ალბერტინას მუზეუმში გამოსაფენად ემზადება.

სპეციალურად ამ ექსპოზიციისთვის დამზადდა ვიდეორგოლი, სადაც ქართველი მხატვრის ნახატები გაცოცხლდნენ.