მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა85 წლის ასაკში მსოფლიოში აღიარებული ესპანელი ოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა. ინფორმაცია უცხოურმა მედიამ გაავრცელა. ხელოვანი ბარსელონას კლინიკაში იყო მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადიოდა.

ოპერის მომღერალმა თავისი განუმეორებელი ხმით მსოფლიოში ათასობით ერთგული მსმენელი გაიჩინა. ქართველი ბანის პაატა ბურჭულაძის მოწვევით, დივა საქართველოში ჩამოვიდა და ფონს”იავნანას” საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

მონსერატ კაბალიე საოპერო არიების გარდა, პოპ-მუსიკასაც ასრულებდა. მისი და ფრედი მერკურის დუეტი ”ბარსელონა” დიდხანს იყო მუსიკალური ათეულის ლიდერი.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მონსერატ კაბალიეს 8 ოქტომბერს დაკრძალავენ.