Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ალბერ კამიუს ყველაზე ღირსეული გადაწყვეტილება

5 ოქტომბერი, 2018

ალბერ კამიუს ყველაზე ღირსეული გადაწყვეტილება5 ოქტომბერი მასწავლებლის დღეა. თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მასწავლებელზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.

“არტინფო” გთავაზობთ ფრანგი მწერლის ალბერ კამიუს წერილს, რომელიც თავის პირველ მასწავლებელს მას შემდეგ მისწერა, რაც ნობელის პრემია მიიღო:

“ძვირფასო მუსიე ჟერმენ!

სანამ თქვენამდე მოვიდოდი და გულს გადაგიშლიდით, ცოტა განელდა ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი ხმაური. უდიდესი პატივი მხვდა წილად. მე ხომ არც ისეთი გამორჩეული ვარ, არც არავინ მიმაგრებდა ზურგს.
ოღონდ, როცა ეს ამბავი შევიტყე, დედაჩემის მერე პირველად თქვენზე ფიქრმა გამიელვა.

თქვენ რომ არა, თქვენი მზრუნველი ხელი რომ არა, პატარა ღარიბ ბავშვს რომ გამომიწოდეთ, თქვენი გაკვეთილები რომ არა, თქვენი მაგალითი რომ არა, ამ ყველაფრის გარეშე რას მივაღწევდი. ეს აღიარება მხოლოდ მე არ მეკუთვნის.

სწორედ ახლაა ხელსაყრელი დრო იმისთვის, რომ გითხრათ, ვინ იყავით და დღემდე ვინ ხართ ჩემთვის.

გარწმუნებთ, რომ თქვენს ძალისხმევას, გარჯას, გულისხმიერებას ამაოდ არ ჩაუვლია, ასაკის მიუხედავად, კვლავაც ცოცხლობს თქვენი ერთ-ერთი პატარა მოწაფის ხსოვნაში. იგი დღემდე თქვენი მადლიერია.”