26 სექტემბერი, 2018

თამაზ ჭილაძე: “როცა დადგება განკითხვის ჟამი”

თამაზ ჭილაძე: "როცა დადგება განკითხვის ჟამი"ალბათ ბევრს გვიფიქრია, რა იქნება, როცა დადგება განკითხვის ჟამი.
ამ თემატიკას მწერალი და პოეტი თამაზ ჭილაძე უმშვენიერესი ლექსით ეხმაურება:

“როცა დადგება განკითხვის ჟამი,
გაწყვეტილ გზების, მეწამულ ბინდის,
შემოიტანენ უფალთან ჯამით
ჩემს სისხლს და ცრემლებს, გულსა და სინდისს,
თუ მათქმევინა უფალმა სიტყვა,
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი.
მადლობას რისთვის მიხდიო – მკითხავს,
გაკვირვებული დარჩება ღმერთი.
მადლობელი ვარ, უფალო, რადგან,
არ მომაკელი ცეცხლი და კუპრი,
ჩემით ვსწავლობდი ფრენას თუ ფართხალს
და არა მხოლოდ წყალობით უფლის.
მიყვარდა, მძულდა, სამშობლო მქონდა,
თიხა ვიყავი, მაგრამ ვმღეროდი
და წუთისოფლის ჭრიალა ბორბალს
კბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდი.
მადლობელი ვარ, უფალო, რადგან
მაჩუქე სიტყვა ბასრი და წრფელი,
მეხვია მტერი და ყველა მათგანს,
მაინც სიცოცხლე ერჩია ჩემი…”