20 სექტემბერი, 2018

თამაზ ჭეიშვილის სამაგალითო გადაწყვეტილება

თამაზ ჭეიშვილის სამაგალითო გადაწყვეტილებამწერალ თამაზ ჭეიშვილისთვის ეს ზაფხული ძალიან რთული აღმოჩნდა. ფინანსური პრობლემების წინაშე დგარმა შემოქმედმა ბინის გაყიდვა გადაწყვიტა და მისი ამბავიც აქედან დაიწყო:

“ამ ზაფხულს ძალიან დამჭირდა ფული! მეტი რომ არ შეიძლება ისე! ყველგან გამოვაქვეყნე განცხადებები. ჩემდა გასაკვირად და გასახარად, მყიდველი გამოჩნდა განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი საათის შემდეგ. კაცმა დამირეკა, ქართულად დამელაპარაკა. მოვალთ, ბინას ვნახავთო. მოვიდნენ და გულზე შემომეყარა!

მე არ ვარ შოვინისტი და არ ვანსხვავებ ადამინებს კანის ფერის და ეროვნების მიხედვით, მაგრამ ბინა, სადაც უბედნიერესი წლები გავატარეთ მე და ლენამ, სადაც გაიზარდა ჩემი სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი, არ მივყიდე სპარსელს, თურქს, არაბს, რომლებიც იმაზე მეტს მთავაზობდნენ, რაც ის ბინა ღირდა!

ქართველმა იყიდა! იქ, ჩემი თანამემამულეები იცხოვრებენ და არა ისინი, ვინც ერთ დროს დავითმა თბილისიდან გარეკა!

ახლა გინდა შოვინისტი დამიძახეთ და გინდ ,,პოსტიმპრესიონისტი”! ასეთია ,,ჩქიმი უბეჟდენიე!”