25 სექტემბერი, 2018

რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე – ასე უყვარდათ საქართველოში

რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე - ასე უყვარდათ საქართველოშირეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე – ლეგენდარული წყვილია. მათ სიყვარულზე ბევრი დაიწერა, თუმცა არის პატარ-პატარა ისტორიები, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

“არტინფო” ერთ-ერთ ასეთ ისტორიას გთავაზობთ:

რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მედეა ჯაფარიძეს ბრონქიტი დაემართა. მსახიობს “ლეჩკომბინატში” ცალკე ოთახი გამოუყვეს და დააშორეს რეზოს. მედეამ მეუღლეს გვერდით ოთახში წერილი მისწერა: “რეზიკო, მომწერე რამე, თორემ ვიტირებ და გავიქცევი სახლში.”

პასუხმაც არ დააყოვნა: “ჩემო პაკიპუკ (ასე ეძახდა მეუღლეს, რადგან სულ ქოშებით დაპაკუნობდა) რამ ან ვინ შეიძლება დაგვაშოროს ჩვენ. გკოცნი ჩემო ლამაზო, ჩემო ერთადერთო, ჩემო უსაყვარლესო.”

ეს იყო მათი ბოლო წერილი ერთმანეთისთვის…

რეზო თაბუკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მედეა ჯაფარიძის ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა. მან საყვარელი მეუღლის სიკვდილი ვერ გადაიტანა და ისიც მალე გარდაიცვალა.